მოსკოვის პოლიციამ ,,ჩისტიე პრუდიში” ოპოზიციის ბანაკი დაშალა და აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მიუხედავად დარბევისა, ოპოზიციონერებს ახალი ბანაკების გაშლა აქვთ გადაწყვეტილი.
სამართალდამცავთა განცხადებით, ოპოზიციას საპროტესტო აქციების მოწყობის სრული უფლება აქვს, თუმცა, ქალაქში კარვების გაშლას ისინი არ დაუშვებენ.
თავად აქციის ოპოზიციონერი ლიდერები აცხადებენ, რომ ვიდრე მოსახლეობას პროტესტის გრძნობა აქვს, აქციები არ შეწყდება. აქციის მონაწილეები დღეს საღამოს, ადგილობრივი დროით 19.00 საათზე ახალ სამოქმედო გეგმას განიხილავენ. ამჟამად, აქტივისტები მეტროსადგურ „ბარიკადნაიასთან“ ცდილობენ შეკრებას.
წუხელ მოსკოვის პოლიციამ „ჩისტიე პრუდის” ტერიტორიაზე ოპოზიციის კარვები ძალის გამოყენებით დაშალა.

















