საბერძნეთის პრეზიდენტმა კაროლოს პაპულიასმა გარდამავალი მთავრობა დანიშნა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქვეყნის დროებითი პრემიერ-მინისტრის პოსტზე სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე პანაიოტისა პიკრამენოსი დაინაიშნა.
საბერძნეთის პრეზიდენტმა აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყანაში კოალიციის შექმნის უშედეგო მცდელობის შემდეგ მიიღო.
საბერძნეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 6 მაისს გაიმართა, თუმცა, ქვეყანაში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში ხმების საკმარისი რაოდენობა ვერც ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ ვერ დააგროვა. საბერძნეთში ვადამდელი არჩევნები 17 მაისს გაიმართება.

















