საფრანგეთის ახალმა პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა გერმანიაში თავის პირველი ოფიციალური ვიზიტისას, კანცლერ ანგელა მერკელთან ევროზონის ქვეყნებში შექმნილი კრიზისის საკითხი განიხილა.
ევროზონის კრიზისთან დაკავშირებით საფრანგეთის ახალი პრეზიდენტი მკაცრი ზომების გატარების წინააღმდეგ გამოვიდა, რასაც, თავის მხრივ, გერმანიის კანცლერიც დაეთანხმა.
საბერძნეთში არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად, ფრანსუა ოლანდმა ანგელა მერკელთან საუბრისას, ამ ქვეყნის ევროზონაში დარჩენის სურვილი გამოთქვა.
მერკელმა და ოლანდმა შეხვედრაზე გერმანია-საფრანგეთის ორმხრივ თანამშრომლობაზეც გაამახვილეს ყურადღება და განაცხადეს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა დაბალანსებული და ურთიერთპატივისცემის ფარგლებში უნდა განვითარდეს.
„ფრანგულ-გერმანული თანამშრომლობა ევროპისთვის გადამწყვეტია. თუ გვსურს, რომ ევროპამ წარმატებას მიაღწიოს ჩვენი თანამშრომლობა ძალიან მალე უნდა დაიწყოს“ - განაცხადა მერკელმა.
საფრანგეთის ახალი პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის ინაუგურაცია პარიზში გუშინ გაიმართა.

















