ფრანსუა ოლანდი საფრანგეთის მართვას ოფიციალურად დღეიდან შეუდგა. პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია
დღეს პარიზში, ელისეს მინდვრებზე გაიმართა.
„სიენენეის“ ინფორმაციით, ექს-პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ ოლანდს ელისეის სასახლის ეზოში ხელი ჩამოართვა. ამის შემდეგ მათ დახურული შეხვედრა გამართეს, სადაც სარკოზიმ ახალ პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელი და ბირთვული რაკეტის გამშვები კოდი გადასცა.
ოლანდმა ინაუგურაციაზე კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ქვეყნის ვალების გადახდა არა ბიუჯეტის შემცირების, არამედ ეკონომიკის ზრდის ხარჯზე უნდა მოხდეს.
ინაუგურაციის ცერემონია ოლანდის მოთხოვნით შეძლებისდაგვარად ვიწრო წრეში ჩატარდა. მას 30-მდე პრესონალური სტუმარი და 350-მდე ოფიციალური პირი ესწრებოდა. ღონისძიებაზე არც მისი შვილები და არც პარტნიორი ვალერია ტრიერვეილერი არ იმყოფებოდნენ.
ოლანდი ინაუგურაციის შემდეგ გერმანიაში გაემგზავრება, სადაც მისი პირველი ოფიციალური შეხვედრა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან გაიმართება. სავარაუდოდ, ისინი ევროპის კრიზისის დაძლევის გზებზე იმსჯელებენ.

















