ირანის ხელისუფლებამ ორი წლის წინ, ბირთვული ფიზიკოსის პროფესორ მასუდ ალი მოჰამადის მკვლელობისთვის გასამართლებული
მაჯიდ ჯამალი-ფაში სიკვდილით დასაჯა. იგი ჩამოახრჩვეს. ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება.
თეირანის უნივერსიტეტის პროფესორი მოჰამადი 2010 წლის იანვარში თავის სახლთან ბომბის აფეთქების შედეგად დაიღუპა.
ოფიციალური თეირანის განცხადებით, სიკვდილით დასჯილი მამამკაცი - მაჯიდ ჯამალი-ფაში ჯაშუში იყო და ისრაელის სადაზვერვო სამსახურის „მოსადის“ სასარგებლოდ მუშაობდა.

















