ჰიპერმარკეტ Wal-Mart-ში ქალაქ კლარკსტონის მკვიდრს, 47 წლის მიკ კრეიგს ჩხრიალა გველმა უკბინა, რომელიც მას მებაღეობის განყოფილებაში დაესხა თავს.
გველისგან დაკბენილი კრეიგი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
უიღბლო კლიენტის განცხადებით, რეპტილიამ ხელზე მას შემდეგ უკბინა, როდესაც ის მარიხუანის დასათესად მუჭით მისი ფოთლების აღებას ცდილობდა.
კრეიგის მტკიცებით, მას სამედიცინო დანიშნულებისთვის მარიხუანის ფოთლების გამოსაყენებლად, მის დათესვაზე ლიცენზია აქვს.
დაკბენილმა კრეიგმა გველი ჩაქოლა. თვითმხილველთა თქმით, გველის სიგრზე 30 სანტიმეტრს აღემატებოდა.
Wal-Mart-ის ადმინისტრაციამ მიკ კრეგის ბოდიში მოუხადა და შეპირდა, რომ გაარკვევს როგორ მოხვდა გველი მაღაზიაში.
ჰიპერმარკეტში სპეციალისტთა ბრიგადებია გამოძახებული, რომლებიც მთელ შენობას დაათვალიერებენ.

















