საფრანგეთის ახლადარჩეული პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის ინაუგურაცია დღეს გაიმართება.
დასავლური მედიის ცნობით, პრეზიდენტი ელისეის მინდვრებზე მოწყობილ ცერემონიალზე ავტომანქანა Citroen-ის DS-5 ჰიბრიდული მოდელით გაემგზავრება.
გავრცელებული ინფორმაციით, ინაუგურაციის ცერემონიის ფარგლებში დაგეგმილია ელისეის მინდვრებიდან ტრიუმფალური თაღისკენ მსვლელობა, ყოფილი პრეზიდენტისგან ბირთვული რაკეტის გამშვები კოდის მიღება, ასევე, ღირსეული ლეგიონერის ორდენის ჯაჭვის მიღება, ქვეყნის ხელმძღვანელის რანგში სიტყვის წარმოთქმა, ჰიმნის მოსმენა და სხვა ღონისძიებები.

















