ბრიტანეთის ერთ-ერთ ქალაქში ბუტერბროდის სახეობის - სენდვიჩის შექმნის 250 წლისთავი აღინიშნება.
გადმოცემის თანახმად, მე-18 საუკუნეში გამოუსწორებელმა მოთამაშემ ჰერცოგმა სენდვიჩმა კარტის თამაშის დროს ოფიციანტს უბრძანა, ხორცის ნაჭერი ორ კარტს შორის მოეთავსებინა, რომ ის ჭამის დროს ხელში დასაკავებლად უფრო მოსახერხებელი ყოფილიყო.
ასეთი სახით გამზადებული საკვები დამსწრე საზოგადოებას ძალიან მოეწონა. მათ ამის შემდეგ ბუტერბროდის სახელად „სენდვიჩის“ შეკვეთა დაიწყეს. ბუტერბროდმა, რომელიც შემდეგ მთელს მსოფლიოში პოპულარული გახდა, სხვადასხვა ფორმა და სახე მიიღო. იმ ქალაქს კი, სადაც ის პირველად შეიქმნა სენდვიჩი ეწოდა.
დღეს სენდვიჩში ამ მოვლენის აღსანიშნავად სასცენო კოსტუმირებული სანახაობები ეწყობა, რომლის ძირითადი მოტივი კარტის მოთამაშე ჰერცოგია. ამასთან, ქალაქის მთავარი სადღესასწაულო კერძიც სწორედ სხვადასხვა ფორმის და ზომის სენდვიჩებია.

















