მოსახლეობის საპროტესტო აქციები იტალიაში პოლიციასთან დაპირისპირებით დასრულდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად, საგადასახადო სამსახურის შენობის შტურმით აღება სცადეს, რის გამოც პოლიციამ დემონსტრანტებს ქუჩების დაუყოვნებლივ დატოვება მოსთხოვა, თუმცა აქციის მონაწილეებმა სამართალდამცველებს ქვები და ბოთლები დაუშინეს.
ადგილობრივმა სამართალდამცველებმა, პროტესტანტების დაშლის მიზნით, მათ წინააღმდეგ რეზინის ხელკეტები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
მომიტინგეების პროტესტის ასეთი ფორმით გამოხატვის მიზეზი სუიციდის ფაქტი გახდა. ერთ-ერთმა ადგილობრივმა მცხოვრებმა, იმის გამო, რომ გადასახადები ვერ გადაიხადა, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
აქციაზე შეკრებილების მთავარი მოთხოვნა, ანტიკრიზისული ზომების შერბილება იყო.

















