საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი საადვოკატო საქმიანობის გარდა, მუშაობას ქვეყნის საკონსტიტუციო საბჭოში გააგრძელებს.
ადგილობრივი მედიასაშუალებების ინფორმაციით, ნიკოლა სარკოზიმ ელისეის სასახლეში ყოფილ თანამშრომლებს წლების განმავლობაში გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ და მეორე ტურში ნიკოლა სარკოზი სოციალისტმა ფრანსუა ოლანდმა მცირედი სხვაობით დაამარცხა და ხმათა 52,13%-ით პრეზიდენტი გახდა.
ფრანსუა ოლანდის ინაუგურაცია 15 მაისს გაიმართება.

















