უკრაინის ექს-პრემიერი იულია ტიმოშენკო საავადმყოფოში ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ მოინახულა.
ამის შესახებ ინფორმაციას „Украинская правда“ ავრცელებს.
ლიტვის პრეზიდენტის განცხადებით, ყოფილი პრემიერი ჯანმრთელობის მდგომარეობა მისი 20 დღიანი შიმშილობის ფონზე - დამაკმაყოფილებელია.
„ტიმოშენკო ოპტიმისტურადაა განწყობული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა 20 დღიანი შიმშილობის ფონზე-სტაბილურია. ის გერმანელი ექიმების მკურნალობით კმაყოფილია“ - განაცხადა ლიტვის პრეზიდენტმა ხარკოვის ციხეში ვიზიტის შემდეგ.
ლიტვის პრეზიდენტმა მოგვიანებით უკრაინიის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩთანაც გამართა შეხვედრა.

















