არაბეთის ზღვაში ომანის ნაპირთან ახლოს მეკობრეებმა ბერძნული ნავთობის ტანკერი „სმირნი“ გაიტაცეს.
გემის მფლობელ კომპანია Dynacom Tankers Management-ის ინფორმაციით, ტანკერის ბორტზე, რომელიც ლიბერიის დროშის ქვეშ ცურავდა, დაახლოებით 135 ათასი ტონა ნავთობი იყო მოთავსებული.
ტანკერი გუშინ გაიტაცეს, მეკობრეების მოთხოვნები ჯერ ცნობილი არ არის, თუმცა, ასეთ შემთხვევაში, ისინი თავიანთი „ნადავლის“ სანაცვლოდ, ფულად კომპენსაციას მოითხოვენ.

















