ბრიტანეთი მოსკოვში საპროტესტო აქციის მონაწილეთა დაკავების ფაქტების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.
ამის შესახებ განცხადება ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა.
„6 მასისს რუსეთის ათასობით მოქალაქემ გადაწყვიტა თავისი კანონიერი უფლება გამოეყენებინა და საპროტესტო აქცია გაემართა, რასაც რუსეთის ხელისუფლებლის მხრიდან დარბევები და დაკავებები მოჰყვა. ჩვენ ამ ფაქტით ძალიან შეწუხებულები ვართ და შეშფოთებას გამოვთქვამთ“-ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
6 მაისს გაერთიანებული ოპოზიციის საპროტესტო მსვლელობა - „მილიონიანი მარში“ სერიოზულ არეულობით და დაკავებებით დასრულდა.

















