ინდონეზიაში თვითმფრინავმა Sukhoi SuperJet-100 მთასთან შეჯახების შედეგად, ავიაკატასტროფა განიცადა. იუწყება „რია ნოვოსტი“.
მაშველების მიერ შემთხვევის ადგილზე გადაღებულ ფოტოებზე მთის ფერდობზე მიმოფანტული საჰაერო ხომალდის დეტალებია აღბეჭდილი.
მაშველთა ვარაუდით, თვითმფრინავი მთასთან შეჯახების შემდეგ, ხევში ჩვარდა.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, ჩამოვარდნილ თვითმფრინავში დიპლომატებიც იმყოფებოდნენ. სხვადასხვა მონაცემებით, თვითმფრინავში 44-დან 50-მდე ადამიანი იმყოფებოდა.
ავიაკატასტროფის ადგილზე მისვლას ქვეყნის პრეზიდენტი სუსილო ბამბანგ იუდოინოც გეგმავს.
Sukhoi SuperJet-100 რადარის ეკრანიდან გუშინ ჯაკარტაში მესამე საჩვენებელი ფრენის დროს გაქრა. ფრენა ნახევარი საათი უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა, მას შემდეგ, რაც ეკიპაჟმა 3 ათასიდან 2 ათას მეტრზე დაშვების ნებართვა ითხოვა, საჰაერო ხომალდი რადარის არედან გაქრა.

















