სირიაში დღეს მომხდარი აფეთქებების სერიის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რიცხვი ჯერჯეობით უცნობია.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აფეთქებები ქალაქ კაზას ერთ-ერთ რაიონში, სირიის დაზვერვის სამსახურის შტაბბინასთან 7:50 საათიდან გაისმა.
გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქებების შედეგად ათობით მანქანა დაიწვა. უკვე აღმოჩენილია რამდენიმე გვამი.
შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის ბრიგადებია მობილიზებული.

















