აშშ-ში დაგეგმილ „დიდი რვიანის“ სამიტს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არ დაესწრება.
კრემლის პრესსამსახური ამის მიზეზად პრეზიდენტის გადატვირთულ რეჟიმს ასახელებს.
„ვლადიმერ პუტინმა თავად შეატყობინა ამერიკის პრეზიდენტს ბარაქ ობამას სამიტზე არ დასწების შესახებ, რასაც ბარაქ ობამა გაგებით შეხვდა“ - ნათქვამია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაცაში.
„დიდი რვიანის“ სამიტი აშშ-ში 18-19 მაისს გაიმართება.

















