უკრაინის ექს-პრემიერ მინისტრმა იულია ტიმოშენკომ რამდენიმე კვირიანი შიმშილობა შეწყვიტა. ამის შესახებ განცხადება მისმა გერმანელმა ექიმმა ლუტც ხარმმა გააკეთა.
„ტიმოშენკომ შიმშილობა შეწყვიტა და კვების ჩვეულ სისტემაზე გადავიდა, პარალელურად მკურნალობაც დავიწყეთ“- განაცხადა ექიმმა.
უკრაინის ყოფილი პრემიერი ციხიდან ხარკოვის სამედიცინო დახმარების ცენტრში დღეს გადაიყვანეს, სადაც მას გერმანელი ექიმი უმკურნალებს.
პატიმრობაში მყოფი უკრაინის ექს-პრემიერი 20 დღე შიმშილობდა. მან პროტესტის ამ ფორმას პოლიციელების მხრიდან განხორციელებული ფიზიკური ზეწოლის გამო მიმართა.
ტიმოშენკოს პეჩორის სასამართლომ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

















