ფილიპინებში, ქალაქ ბუტუანში მდებარე მაღაზიაში გაჩენილმა ხანძარმა 17 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
ადგილობრივი სამართალდამცავების ინფორმაციით, ხანძრის შედეგად
დაღუპული 17-ვე მოქალაქე მაღაზიის თანამშრომელი იყო, მათ მეორე სართულზე ეძინათ.
ხანძარი სამსართულიან შენობას დილით 9 საათზე, ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზით გაუჩნდა.
საგანგებო სამსახურის თანამშრომლები ხანძრის ლოკალიზებას ხუთი საათის განმავლობაში ცდილობდნენ.
ხანძრის დროს სავარაუდოდ, შენობაში 21 ადამიანი იმყოფებოდა, რომელთაგან სამმა ფანჯრიდან გადახტომა მოახერხა, ერთი კი, ამ დრომდე დაკარგულია.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტთა ჯგუფი მუშაობს.

















