ძალადობა სირიაში შეიძლება სამოქალაქო ომში გადაიზარდოს. ამის შესახებ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სპეციალურმა წარმომადგენელმა კოფი ანანმა განუცხადა.
ანანის თქმით, ის უახლოეს დღეებში აპირებს სირიაში ჩასვლას და დამატებით 300 დამკვირვებლის გაგზავნას.
სირიაში დაურეგულირებელ სიტუციას გაერო-ში ამერიკის წარმომადგენელი სიუზენ რაისიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ზეწოლა სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის მიმართაც უნდა გაიზარდოს.
სირიის ოპოზიციის ლიდერებმა ქვეყანაში 7 მაისს ჩატარებული არჩევნები პრეზიდენტ ბაშარ ასადის ძალაუფლების განმტკიცების ცინიკურ მცდელობად შეაფასეს და არალეგიტიმურად ცნეს.
კოფი ანანის სამშვიდობო გეგმა ქვეყანაში სისხლისღვრის შეწყვეტასა და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ შეთავაზებული წინადადებების განხორციელებას ითვალისწინებს.
სირიაში წელიწადზე მეტია სამთავრობო ძალებსა და ოპოზიციას შორის შეიარაღებული დაპირისპირება მიმდინარეობს.

















