ფაშიზმზე გამარჯვების 67-ე წლისთავი მოსკოვში სამხედრო აღლუმით აღნიშნეს.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აღლუმზე სიტყვით გამოსვლისას მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს
გამარჯვება მიულოცა.
წითელ მოედანზე აღლუმში 14 ათასმა სამხედრომ მიიღო მონაწილეობა, წარმოდგენილი იყო 100 ერთეული სამხედრო ტექნიკა.
აღლუმს რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე ვალერი გერასიმოვი ხელმძღვანელობდა.
სამხედრო აღლუმის დასასრულს მოსკოვის თავზე მოიერიშე თვითმფრინავებმა გადაიფრინეს.

















