ისრაელში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები აღარ ჩატარდება.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს, რომელიც პარტია „ლიკუდს“ ხელმძღვანელობს და ოპოზიციურ პარტია „კადიმას“ შორის, ხელისუფლების გადანაწილების შესახებ მოლაპარაკება შედგა.
გავრცელებული ინფორმაციით, შეთანხმების თანახმად, „კადიმა“ ხელისუფლებას მხარს დაუჭერს, სანაცვლოდ კი, პარტიის ლიდერი შაულ მოფოზი ისრაელის ვიცე-პრემიერის პოსტს დაიკავებს. „ლიკუდი“ მხარს დაუჭერს „კადიმას“ პოზიციას - სტუდენტებისთვის სამხედრო სამსახურის გადავადების თაობაზე.
ისრაელში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები 2013 წელს ჩატარდება.

















