პატიმრობაში მყოფ, უკრაინის ყოფილ პრემიერ-მინისტრს იულია ტიმოშენკოს გერმანელი ექიმი ნორბერტ ჰაასი ადგოლობრივ კლინიკაში უმკურნალებს.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ტიმოშენკოს ექიმი სავარაუდოდ დღეს გასინჯავს.
ჰაასის განცხდებით, ის უკვე გაეცნო იულია ტიმოშენკოს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სამედიცინო დასკვნებს და სერიოზული შეშფოთების საბაბს ვერ ხედავს.
მან ასევე აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ უკრაინის საავადმყოფოებში ტიმოშენკოს სამკურნალოდ სათანადო პირობები არ აღმოჩნდება, ქვეყნის ხელისუფლებას მისი სხვა ქვეყანაში გადაყვანის რეკომენდაციას მისცემს.
იულია ტიმოშენკოს ციხის საკნიდან საავადმყოფოში დღეს გადაიყვანენ.
პატიმრობაში მყოფი უკრაინის ექს-პრემიერი 19 დღეა შიმშილობს. მან პროტესტის ამ ფორმას პოლიციელების მხრიდან განხორციელებული ფიზიკური ზეწოლის გამო მიმართა.
უკრაინის ექს-პრემიერს პეჩორის სასამართლომ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

















