საფრანგეთის ახლადარჩეული პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ვინაობას ერთ კვირაში დაასახელებს.
საფრანგეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ოლანდი მაღალი დონის პირველი შეხვედრებისთვის ემზადება.
საფრანგეთის ახალი პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის ინაუგურაცია 15 მაისს გაიმართება.
უახლოეს მომავალში, იგი გერმანიას და შეერთებულ შტატებს ეწვევა და ანგელა მერკელსა და ბარაქ ობამას შეხვდება.

















