ამერიკის შეერთებული შტატების სპეცსამსახურებმა ცნობილი ტერორისტის ბინ ლადენის გარდაცვალების წლისთავთან დაკავშირებით დაგეგმილი ტერაქტი აიცილეს თავიდან.
ტერორისტული აქტის გეგმა იემენში მოქმედმა „ალ ქაიდასთან” დაკავშირებულმა ტერორისტულმა დაჯგუფებამ შეიმუშავა.
თვითმკვლელ ტერორისტს თავად უნდა აერჩია კონკრეტული ავიარეისი და თავდასხმის დრო. თავდამსხმელის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ასეთივე გეგმა ტერორისტულ დაჯგუფებას 2009 წელსაც სურდა აემოქმედებინა ამსტერდამი-დეტროიტის ავიარეისზე. თვითმკვლელი ნიგერიელი უმარ ფარუკი იყო.

















