დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა რუსეთის ახალ პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ახალი თანამდებობა მიულოცა.
„სამხრეთ ოსეთის მთავრობის და პირადად ჩემი სახელით გულწრფელად მსურს მოგილოცოთ პრეზიდენტის პოსტზე ოფიციალურად დამტკიცება. თქვენი დამაჯერებელი გამარჯვება ხალხის დიდ სიყვარულსა და პირადად თქვენს დიდ ღვაწლზე მიუთითებს“ - ნათქვამია თიბილოვის მილოცვაში.
მისივე განცხადებით, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთი აფასებს რუსეთის კეთილმეგობრულ დამოკიდებულებას და სჯერა, რომ აღებული კურსი ისევ გაგრძელდება და წინ წაიწევს.
მან პუტინს წარმატებები და დასახული მიზნების სრულფასოვნად განხორციელება უსურვა.
მოსკოვში ვლადიმერ პუტინის ინაუგურაცია დღეს გაიმართა.

















