რუსეთში მესამე ვადით არჩეული პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციის პარალელურად, მასობრივი დაკავებები მიმდინარეობს.
რუსული მედიის ინფორმაციით, მილიცია ყველა იმ მოქალაქეს აკავებს, ვინც მოსკოვის ცენტრალურ ქუჩებში გადაადგილებას ცდილობს. შეჩერებულია მეტროსა და სხვა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა.
პუტინმა ინაუგურაციაზე 33 სიტყვიანი ოფიციალური ტექსტი უკვე წარმოთქვა და ფიცი დადო.
ცერემონიას 3000-მდე მიწვეული სტუმარი და მთავრობის წევრები სრული შემადგენლობით ესწრებიან.

















