მიწისძვრის შედეგად, აზერბაიჯანში, ზაქათალას რაიონში, საცხოვრებელი სახლები ჩამოინგრა.
„კახეთის საინფორმაციო ცენტრის“ ინფორმაციით, მიწისქვეშა
ბიძგებმა 20-მდე სახლის კედლებისა და სახურავის ნგრევა გამოიწვია. ადგილზე სამაშველო სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ. მსხვერპლის შესახებ კი, ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.
მიწისძვრა აზერბაიჯანში გამთენიისას მოხდა. აზერბაიჯანის სეისმური მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციით, მისი სიმძლავრე 5,5 მაგნიტუდა იყო.

















