რუსი ფოტოგრაფი, რომელიც დღეს რუსეთის ოპოზიციური ძალების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციის - „მილიონიანი მარშის“ გადაღებას ცდილობდა, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს გარდაიცვალა.
„ბი-ბი-სი“ ინფორმაციით, მსვლელობის გადაღებისას, იგი აივნიდან ჩამოვარდა.
უბედური შემთხვევა მოსკოვის ცენტში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში მოხდა. ფოტოგრაფი მე-5 სართულის აივნიდან იმ დროს გადავარდა, როცა მსვლელობის ფოტოს გადაღებას ცდილობდა.
მედიის ინფორმაციით, ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა მივიდა, თუმცა, ფოტოგრაფი მიღებული ტრავმების შედეგად უკვე გარდაცვლილი იყო.

















