ავღანეთის აღმოსავლეთით, აფეთქების შედეგად საერთაშორისო უსაფრთხოების ხელშეწყობის ძალების 2 ჯარისკაცი დაიღუპა.
ნატო-ს ოფიციალურ განცხადებაში, გავრცელებული ინფორმაცია დასტურდება, მაგრამ ინციდენტის დეტალები და დადაღუპული ჯარისკაცების ვინაობა ჯერ არ ხმაურდება.
ავღანეთში თალიბების თავდასხმების შედეგად 2012 წელს დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 138 მიაღწია. ამასთან, მხოლოდ მიმდინარე თვეში კოალიციის ექვსი ჯარისკაცი გარდაიცვალა.

















