რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა სამთავრობო ცვლილებები განახორციელა.
„ბი-ბი-სი“ ინფორმაციით, მედვედევმა თანამდებობიდან გაათავისუფლა საზღვაო-საბრძოლო ფლოტის მეთაური, ადმირალი ვლადიმერ ვისოცკოვი და მის ადგილზე ვიცე-ადმირალი ვიქტორ ჩირკოვი დანიშნა.
ამასთან, ცვლილებებია საჰაერო ძალების ხელმძღვანელობაშიც. ალექსანდრ ზელინის ნაცვლად, მას ვიქტორ ბონდარევი უხელმძღვანელებს. ზელინი კი, თავდაცვის მინისტრის თანაშემწე იქნება.

















