საფრანგეთის მოქმედმა პრეზიდენტმა, პარტია „კავშირი ეროვნული მოძრაობისთვის“ ლიდერმა ნიკოლა სარკოზიმ საფრანგეთში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმა უკვე მისცა.
ამის შესახებ დასავლური მედია იტყობინება.
საკუთარი არჩევანი უკვე სარკოზის ერთადერთმა კონკურენტმა, სოციალისტმა ლიდერმა ფრანსუა ოლანდმაც დააფიქსირა.
საფრანგეთში დღეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.
საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 22 აპრილს გაიმართა,რომელშიც სოციალისტმა კანდიდატმა ფრანსუა ოლანდმა 28,6%-ით გაიმარჯვა. მას მოქმედი პერზიდენტი ნიკოლა სარკოზი მცირედი სხვაობით 1,5%-ით ჩამორჩა, რომელმაც ხმათა 27,1% დააგროვა.

















