რუსეთში ოპოზიციური ძალების მიერ დაგეგმილი „მილიონიანი მარშის“ დაწყებამდე, მოსკოვში უსაფრთხოების ზომები განსაკუთრებით
გაძლიერებულია.
საპროტესტო აქცია დღეს ადგილობრივი დროით 15:00 საათზე დაიწყება.
გავრცელებული ინფორმაციით, ოპოზიციის წარმომადგენლები დღეს და ხვალ არასანქცირებული აქციის მოწყობას გეგმავენ.
„მილიონიანი მარში“ კალუჟის მოედნიდან ბოლოტნოეს მოედნამდე მოეწყობა.
ხვალ კი, რუსეთის ფედერაციის ახლადარჩეული პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ინაუგურაცია გაიმართება.

















