საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში გამარჯვებულმა, სოციალისტმა კანდიდატმა ფრანსუა ოლანდმა საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა.
მან ხმა კორეზის დეპარტამენტში მისცა, სადაც იგი დეპუტატთა საბჭოს ხელმძღვანელობს. იგი სწორედ კორეზის დეპარტამენტში ქალაქ ტიულში აძლევს ხმას უკვე 20 წელია.
საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.
გამარჯვებისთვის ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი და სოციალისტი ლიდერი ფრანსუა ოლანდი იბრძვიან.
საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 22 აპრილს გაიმართა,რომელშიც სოციალისტმა კანდიდატმა ფრანსუა ოლანდმა 28,6%-ით გაიმარჯვა. მას მოქმედი პერზიდენტი ნიკოლა სარკოზი მცირედი სხვაობით 1,5%-ით ჩამორჩა, რომელმაც ხმათა 27,1% დააგროვა.

















