სომხეთის პრეზიდენტმა სერჯ სარგსიანმა ქვეყნის საპარლამენტო არჩევნებში საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, არჩევნებში ხმა მისცა ქვეყნის პირველმა პრეზიდენტმა ლევონ ტერ-პეტროსიანმა, ასევე, პრემიერ-მინისტრმა ტიგრან სარკისიანმა.
სომხეთში არჩევნები 08:00 საათიდდან მიმდინარეობს. მეხუთე მოწვევის პარლამენტში 131 ადგილისთვის 8 პოლიტიკური პარტია და ერთი საარჩევნო ბლოკი იბრძვის.
ეროვნულ ასამბლეაში 41 მაჟორიტარი დეპუტატი და 90 პროპორციული სიებით არჩეული პარლამენტარი შევა.

















