რუსეთში ქალაქ ტინდაში, ამურსკის ოლქში საცხოვრებელ სახლში წუხელ ხანძარი გაჩნდა, რასაც 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
როგორც ადგილობრივი საგანგებო სიტუაციების სამსახური იუწყება, მეხანძრეებმა ერთსართულიანი სახლის ოთახში სამი ქალისა და ორი ბავშვის ცხედარი აღმოაჩინეს.
ხანძარს მაშველები ნახევარი საათის განმავლობაში აქრობდნენ.
საგანგებო სიტუაციების სამსახურმა შეტყობინება გვიან მიიღო, მეხანძრეების მისვლისას სახლი თითქმის მთლიანად დამწვარი იყო.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. დგინდება გარდაცვლილების ვინაობაც.

















