რუსეთის ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილი ძალების მიერ დაგეგმილი „მილიონიანი მარში“ დღეს მოსკოვში გაიმართება.
გაერთიანებული ოპოზიციის მასშტაბური სანქცირებული აქცია 1 მაისს იგეგმებოდა, თუმცა, აქციის გადადება თავად ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს.
საპროტესტო აქცია დღეს ადგილობრივი დროით 15:00 საათზე დაიწყება.
„მილიონიანი მარში“ ტრიუმფალური მოედნიდან მანეჟის მოედნამდე მოეწყობა.
ხვალ კი, რუსეთის ფედერაციის ახლადარჩეული პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ინაუგურაცია გაიმართება.

















