ქაიროში ერთმანეთს აქციაზე გამოსული მოსახლეობა და სამთავრობო ჯარი დაუპირისპირდა.
დასავლური მედიის ინფორმაციით, არმიასა და მოსახლეობას შორის დაპირისპირების შედეგად 370 ადამიანი დაშავდა.
დემონსტრანტების შესაჩერებლად ადგილობრივმა პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
დაკავებულია აქციის რამდენიმე მონაწილე.
საპროტესტო აქციების გამო ეგვიპტეში კომენდანტის საათია გამოცხადებული.

















