მახაჩყალაში განხორციელებული ტერაქტის ორგანიზატორების შესახებ დაღესტნის შინაგან საქმეთა სამინისტრო გარკვეულ ინფორმაციას უკვე ფლობს.
ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის მაჰომედ მაჰომედოვის
განცხადებით, ტერაქტის ერთ-ერთი ორგანიზატორი 23 წლის რიზვან ალიევია, მეორე ტერორისტის ვინაობის დასადგენად კი სამართალდამცავები ამ დრომდე მუშაობენ.
მახაჩყალაში ორი აფეთქება მოხდა, რომელსაც 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

















