უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო საერთაშორისო თანამეგობრობას მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
მისი ქალიშვილის, ევგენია ტიმოშენკოს განცხადებით, იულია ტიმოშენკო მადლობას უხდის გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს, საგარეო საქმეთა მინისტრს გვიდო ვესტერველეს და საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ევროპარლამენტს.
,,ვხედავთ თუ როგორ ასამარებენ უკრაინაში დემოკრატიას და ეს უნდა გახდეს დემოკრატიული ქვეყნებისთვის სიგნალი”-განაცხადა ექსპრემიერის ქალიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე ევროპელმა მაღალჩინოსანმა უკრაინაში „ევრო-2012“დასწრებაზე უარი განაცხადა. მათი ბოიკოტის მიზეზი უკრაინის ხელისუფლების იულია ტიმოშენკოსადმი დამოკიდებულება გახდა.
პატიმრობაში მყოფი უკრაინის ექს-პრემიერი კვლავ შიმშილობს. მან პროტესტის ამ ფორმას პოლიციელის მხრიდან მასზე განხორციელებული ფიზიკური ზეწოლის გამო მიმართა.
უკრაინის ექს-პრემიერს იულია ტიმოშენკოს პეჩორის სასამართლომ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

















