რუსეთის ფედერაციის ახლადარჩეული პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციის ცერემონიას 6 ადგილობრივი ტელეარხი პირდაპირ ეთერში გადასცემს.
პრეზიდენტის ინაუგურაცია „1არხის“, „რუსეთი 1-ის“, „ტვ-ცენტრის", „ენტევე“, „5 არხის“ და „რასია 24-ის“ პირდაპირ ეთერში გავა.
მოსკოვში ვლადიმერ პუტინის ინაუგურაცია 7 მაისს გაიმართება.
რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის 4 მარტის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების თანახმად, გამარჯვებულად 63,60%-ით მოქმედი პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი გამოცხადდა, მეორე ადგილზე 17,18%-ით გენადი ზიუგანოვი, მესამეზე – მიხეილ პროხოროვი 7,98%-ით, მეოთხე ადგილზე 6,22%-ით ვლადიმერ ჟირინოვსკი, მეხუთეზე კი, 3,85%-ით სერგეი მირონოვი გავიდა.

















