საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გასულ კანდიდატებს პოლიტიკური აგიტაციის ვადა დღეს ეწურებათ. ამის შესახებ ინფორმაციას „ბი-ბი-სი“ ავრცელებს.
საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის წინასაარჩევო სამზადისი დღეს დასრულდება.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გასულ კანდიდატებს - ნიკოლა სარკოზის და ფრანსუა ოლანდს, დღეს ამომრჩეველებისთვის საკუთარი შეხედულებების კიდევ ერთხელ გაცნობის ბოლო შესაძლებლობა აქვთ.
ხვალიდან საფრანგეთის ელექტორატს კანდიდატთა საარჩევნო კამპანის გაანალიზების და შეფასების საშუალება ექნება.
საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები 22 აპრილს გაიმართა,რომელშიც სოციალისტმა კანდიდატმა ფრანსუა ოლანდმა 28,6%-ით გაიმარჯვა. მას მოქმედი პერზიდენტი ნიკოლა სარკოზი მცირედი სხვაობით 1,5%-ით ჩამორჩა, რომელმაც ხმათა 27,1% დააგროვა.
საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 6 მაისს გაიმართება.

















