ირანში დღეს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.
ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიის ხელმძღავანელის სოულატა მორტაზავის განცხადებით, ისლამურ რესპუბლიკაში დეპუტატის 65
მანდატისთვის 135 კანდიდატი იბრძვის.
არჩევნების პირველ ტურში „კონსერვატორების“ პარტია ლიდერობდა.
ირანის მთავრობის მთავარმა რეფორმატორებმა არჩევნებში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს და საარჩევნო კამპანიაში დამოუკიდებელ კანდიდატებად ჩაერთვნენ.
საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური ირანში 2 მარტს გაიმართა.

















