eBay-ს ინტერნეტაუქციონზე ნილ არმსტრონგის ავტომანქანა Chevrolet Corvette იყიდება.
მთვარეზე პირველი სტუმრის - ნილ არმსტრონგის Chevrolet Corvette 1967 წლის მოდელია.
აუქციონზე გარიგების განაკვეთებმა 230 ათას აშშ დოლარს მიაღწია, რაც გამყიდველის მიერ დასახელებულ ფარულ თანხაზე გაცილებით ნაკლებია.
მანქანა ამჟამინდელი მეპატრონის მფლობელობაში გადასვლამდე, 30 წელი ავტოფარეხში იდგა.
ე.წ. კუპეს ტონირებული მინები, რადიომიმღები და მანქანის მონაცემების შემცველი ლითონის ბარათი აქვს, ასევე, თან ახლავს მანქანის ნილ არმსტრონგის კუთვნილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

















