ვლადიმერ პუტინმა პრემიერ-მინისტრის რანგში მინისტრთა კაბინეტის ბოლო სხდომა ჩაატარა.
მან მინისტრებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ თავადაც საკუთარი მოვალეობების შესასრულებლად ყველაფერს აკეთებდა.
„განვლილი 4 წელი საკმაოდ რთული და დატვირთული იყო. ყველაფრის ისე გაკეთება, როგორც ჩვენ გვინდოდა, არ გამოდიოდა, თუმცა, მთლიანობაში მუშაობა რიტმულად მიმდინარეობდა“ - განაცხადა მან.
მისივე განცხადებით, ყველა მინისტრი ახალი კაბინეტის დამტკიცებამდე თანამდებობებზე დარჩება.
7 მაისს ვალდიმერ პუტინის ინაუგირაცია გაიმართება, რის შემდეგაც იგი პრეზიდენტის პოსტზე გააგრძელებს მუშაობას.

















