პაკისტანში ავარიის შედეგად 15 ადამიანი შემთხვევის ადგილზე დაიღუპა, 20-ზე მეტმა კი, სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო.
„რია ნოვოსტი“-ის ცნობით, ქალაქ რავალპინდიდან ავტობუსი მთიანი რეგიონის გილგიტის მიმართულებით გადაადგილდებოდა, როცა ხევში გადავარდა.
ადგილობრივი სამართალდამცავების ვარაუდით, გზის სავალი ნაწილი საკმაოდ ვიწრო იყო, რაც სავარაუდოდ, უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა.
დაშავებულები სასწრაფო დახმარების მანქანებით სამედიცინო პუნქტებში გადაიყვანეს.

















