საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის მონაწილე კანდიდატებს - მოქმედ პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზისა და „სოციალისტ“ ლიდერ ფრანსუა
ოლანდს შორის ტელედებატები გაიმართა.
დებატებზე სარკოზიმ ქვეყანაში მიგრაციის შემცირებაზე ისაუბრა და საფრანგეთის მოსახლეობას ეკონომიკურ სტაბილურობას დაჰპირდა.
ოლანდმა კი, ქვეყანაში სასწავლებლად ჩასულ უცხოელ სტუდენტებზე გაამახვილა ყურადღება და მათ მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი შეფასებით, სწორედ ნიჭიერი სტუდენტების აღმოჩენით წაიწევს ქვეყანა წინ.
მისივე თქმით, გაპრეზიდენტების შემთხვევაში, ის დიდ ყურადღებას დაუთმობს სოციალური თანასწორობის საკითხებს.
უხოური მედიის ინფორმაციით, დებატების მსვლელობისას პრეზიდენტობის კანდიდატებმა ერთმანეთი სიცრუეში დაადანაშაულეს.
6 მაისს საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

















