სირიაში ოპოზიციონერ ამბოხებულებსა და სამთავრობო ჯარებს შორის შეტაკების შედეგად, 15 სამხედრო და ორი ამბოხებული დაიღუპა. იუწყება „ბი-ბი-სი“.
გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა კიდევ ერთხელ გამოთქვა შეშფოთება სირიაში არსებული დაპირისპირების გამო და დამატებით 30 დამკვირვებლის გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო.
გაერო-ს სპეცწარმომადგენლის კოფი ანანის სამშვიდობო გეგმის მოქმედების მიუხედავად, 12 აპრილიდან სირიაში ასობით ადამიანია დაღუპული.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ და არაბულმა ლიგამ სირიაში უკვე 300 დამკვირვებელი გაგზავნეს.

















