ავღანეთში ორმაგი ტერაქტის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე ათეული კი - მძიმედ დაშავდა.
„ლენტა რუ“ ინფორმაციით, აფეთქება ქაბულში დღეს გამთენიისას, მას შემდეგ მოხდა, რაც ავღანეთში მყოფმა აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ ქვეყანა დატოვა.
ადგილობრივი სამართალდამცავების განმარტებით, ერთ-ერთმა თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, მეორემ კი, აფეთქება სამხედრო ბაზის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე განახორციელა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაჯგუფების წევრები სამხედრო ბაზაში შეღწევას და მის აფეთქებას გეგმავდნენ.
მომხდარზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „ალ-ქაიდამ“ უკვე აიღო.
აშშ-ს პრეზიდენტი ბარაქ ობამა ავღანეთში დღეს იმყოფებოდა. მან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რომლის თანახმად, ამერიკა ავღანეთიდან შეიარაღებული ძალების ნაწილს ზაფხულის ბოლომდე ეტაპობრივად გაიყვანს.

















