ნიუ-იორკის ცენტრში, ერთ-ერთი ბანკის 5 ფილიალიდან თანამშრომელთა ევაკუაცია განხორციელდა.
„ბი-ბი-სის“ ინფორმაციით, ევაკუაციის მიზეზი ანონიმური წერილებია, რომელიც
მანჰეტენზე მდებარე რამდენიმე ფილიალმა ერთდროულად მიიღო.
კონვერტში მოთავსებული იყო უცნაური თეთრი ფხვნილი, რომელსაც ამჟამად ექსპერტიზა უტარდება.
ნიუ-იორკის პოლიციამ, უსაფრთხოების მიზნით, მანჰეტენი რამდენიმე საათით გადაკეტა.
აღნიშნულის გამო, შემთხვევის ადგილზე შესაბამისი სამსახურები არიან მობილიზებული.

















