უკრაინის ყოფილ პრემიერ-მინისტრს იულია ტიმოშენკოს მეუღლე ანდრეი ტიმოშენკო შიმშილობის შეწყვეტას თხოვს.
მისი თქმით, ის შეშფოთებულია მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობით და მიიჩნევს, რომ მსგავს პირობებში ის მალე დაიღუპება.
„იულიას მდგომარეობა დღითიდღე უარესდება, ის ასეთ პორობებში დიდი ხანი ვერ გაძლებს. ეს კი, მხოლოდ ერთ ადამიანს, ქვეყნის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს აწყობს“- დასძინა ანდრეი ტიმოშენკომ.
პატიმრობაში მყოფი უკრაინის ექს-პრემიერი მასზე განხორციელებული ფიზიკური ზეწოლის გამო 10 დღეა შიმშილობს. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისა და არასათანადო მკურნალობის გამო, ტიმოშენკო ევროპაში მკურნალობაზე ნებართვას მოითხოვს.

















